თავში

ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება

ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება
ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.

report.ge-ს ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. 

აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წლამდე პერიოდშია გადაღებული და სიძველის გამო ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია. უწყების განმარტებით  სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას.

 report.ge- იმ ფილმების ნუსხას გთავაზობთ, რომელიც  საქართველოში  ჩამოვა:

  • მათი სამეფო (1928) — რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;
  • ხანუმა (1926); ორი მონადირე (1927); ჯანყი გურიაში (1928) — რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
  • გოგი რატიანი (1927); კრაზანა“(1928); კომუნარის ჩიბუხი — რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  • ბელა (1927) — რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
  • გიული (1927) — რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
  • იბრაჰიმი და გოდერძი (პირველი და უკანასკნელი – 1927); ღრუბელთა თავშესაფარი (ცხოვრებასთან შეხვედრა – 1928) — რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
  • ნორჩი მფრინავი (1928) — რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
  • ქალი ბაზრობიდან (1928) — რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
  • ახალგაზრდობა იმარჯვებს (1928) — რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
  • ჩემი ბებია (1928 -ძველი ვერსია) — რეჟისორი კოტე მიქაბერიძი;
  • საბა (1929) — რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
  • მონანიება (1986) — რეჟისორი თენგიზ აბულაძე;

 გოსფილმოფონდში დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ
 ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება და პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება. 

ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system