თავში

ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნაშრომის პრეზენტაცია მიმდინარეობს

ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნაშრომის პრეზენტაცია მიმდინარე
ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნაშრომის პრეზენტაცია მიმდინარეობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიება ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ - ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც ინგლისურ ენაზეა გამოცემული და წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევას.

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსს და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ იდეით ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს მიმართეს. პროექტის განხორციელებას მხარი ბიძინა ივანიშვილმა დაუჭირა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კი ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება.

ნაშრომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკის და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.

"სამტომეულის ავტორების მიზანია ეს ნაშრომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს”. - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system