თავში

კულტურის სამინისტრომ "სადარბაზო საათი" შეიძინა

კულტურის სამინისტრომ "სადარბაზო საათი" შეიძინა
კულტურის სამინისტრომ  სადარბაზო საათი შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამუზეუმო ფონდების უნიკალური ექსპონატებითა და ხელოვნების ნიმუშებით შევსებას აგრძელებს. ამჯერად, კულტურის ისტორიის მუზეუმის (ხელოვნების სასახლე) სამუზეუმო ექსპონატთა შემსყიდველი კომისიის გადაწყვეტილებით, მუზეუმმა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, ე. წ. „სადარბაზო საათი“ შეიძინა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ქართველ მხედართმთავარსა და გენერალს, გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საათის უკანა მხარეს არსებული დამღა ადასტურებს, რომ ის XIX დასასრულს გერმანიაში, კერძოდ ბერლინშია დამზადებული (მწარმოებელი სამეფო კარის ოსტატი G. Ellinghausen). ნივთი საქართველოში რუსეთის არმიის გენერალს, ლიტერატორ კონსტანტინე მამაცაშვილს ჩამოუტანია, რის შემდეგაც ის ჯერ გენერალ მაზნიაშვილს მიუღია საჩუქრად, შემდეგ კი ნივთი თბილისელ მოქალაქეებს შეუძენიათ.

„სადარბაზო საათი“ წითელი ძვირფასმერქნიანი ხისგან არის დამზადებული. საათის მექანიზმი მუშაა და უახლოეს მომავალში ის ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ადგილს.
კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმებისთვის ექსპონატების შეძენა მიმდინარე წლის ივლისის თვიდან ეტაპობრივად ხორციელდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია სრულად მიეწოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system