თავში

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ფესტივალს მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე, ჰოლანდიის ეროვნული აკადემიის რექტორი ჟან ივ ესქუერი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე, საქართველოს სახალხო არტისტი ვლადიმერ ჯულუხაძე და ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი იანსონ ვიერსტურსი ესწრებოდნენ. 

ბალანჩინის ფესტივალში იაპონიის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის და სხვა ქვეყნების საბალეტო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესო მონაწილეები გამოარჩია და ნომინაციებით დააჯილდოვა. მათ შორის ესტონეთის, იაპონიის,პოლონეთის და ბათუმის საბალეტო სკოლები.

თურქეთის საბალეტო თეატრის პრიმა ბალერინას ოზლამ ოგუზს ვერა წიგნაძის სპეციალური პრიზი გადაეცა. ნუკრი მაღალაშვილის სახელობის სპეციალური პრიზი კი ვარშავის საბალეტო სკოლის წარმომადგენელმა მიიღო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system