თავში

მხატვარი და რეჟისორი გიორგი კასრაძე გარდაიცვალა

მხატვარი და რეჟისორი გიორგი კასრაძე გარდაიცვალა
მხატვარი და რეჟისორი გიორგი  კასრაძე  გარდაიცვალა

ქართველი მხატვარი და რეჟისორი, გიორგი კასრაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრისა და რეჟისორის გიორგი (გივი) კასრაძის გარდაცვალების გამო.

სამინისტროს ცნობით, გივი კასრაძემ ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა, იგი ქართული ანიმაციური ფილმებისთვის ხატავდა და ყველა ბავშვისათვის საყვარელი არაერთი ანიმაციური პერსონაჟი შექმნა. იყო რეჟისორი ანიმაციური ფილმის: „კომბლე“, ასევე დამდგმელი მხატვარი ანიმაციური ფილმის: „ნიკო და სიკო“, ფილმის: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ და სხვა.

"გივი კასრაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system