თავში

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2021 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა. ეროვნული კინოცენტრის განცხადების თანახმად, ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი უნდა წარადგინოს პროდიუსერმა, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. ამასთან, პროექტის რეჟისორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეჟისორია ისეთი ფილმის, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სხვა კონკურსი და დასრულებული არ არის.

რეჟისორმა კინოცენტრს უნდა წარუდგინოს სულ მცირე ერთი საკუთარი სარეჟისორო ნამუშევარი. კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსში. კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე. დანარჩენი შევსებული უნდა იყოს დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის 19 მარტის 17:00 სთ-მდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system