თავში

მწერალი ჯონ ლე კარე გარდაიცვალა

მწერალი ჯონ ლე კარე გარდაიცვალა
მწერალი ჯონ ლე კარე გარდაიცვალა

ბრიტანელი მწერალი ჯონ ლე კარე (ნამდვილი სახელი დევიდ კორნუელი) 89 წლისა გარდაიცვალა.გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა, რომელიც კორონავირუსს არ უკავშირდება. მწერლის ოჯახის ცნობით, ლე კარეს პნევმონია ჰქონდა.

ჯონ ლე კარე ათობით ჯაშუშური რომანის ავტორია, რომლებიც 36 ენაზეა ნათარგმნი. კორნუელი 1931 წელს, ქალაქ პულში დაიბადა, 1950-იან წლებში კი ბრიტანეთის დაზვერვის ორგანოებთან თანამშრომლობდა. თავისი პირველი რომანი „ზარი გარდაცვლილს“ მან 1961 წელს გამოაქვეყნა. ლე კარეს რომანების მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system