თავში

მუსიკოსი ფრანკო ბატიატო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

​მუსიკოსი ფრანკო ბატიატო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
მუსიკოსი ფრანკო ბატიატო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მუსიკოსი ფრანკო ბატიატო 76 წლის ასაკში სიცილიის ქალაქ მილოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი La Repubblica ავრცელებს.

მუსიკოსის ოჯახის თქმით, დაკრძალვა დახურული იქნება და მას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

მათ მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ბატიატოს გარდაცვალება გულთან ახლოს მიიტანა და სამძიმარი გამოთქვა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფრანკო ბატიატო 2017 წელს უბედური შემთხვევის შედეგად ბარძაყის მოტეხილობის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა. მაშინ მან 4 დაგეგმილი კონცერტი გადადო, შემდეგ კი საზოგადოებაში სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა.

განსაკუთრებული პოპულარობა ფრენკ ბატიატოს სიმღერამ La convenzione 1970 წელს მოუტანა. 1984 წელს იტალიელ მომღერალ ალიჩესთან ერთად ის "ევროვიზიაზე" სიმღერით I treni di Tozeur გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system