თავში

ნარიმან ნარიმანოვი ქართულად ითარგმნა

ნარიმან ნარიმანოვი ქართულად ითარგმნა
ნარიმან ნარიმანოვი ქართულად ითარგმნა

10 აპრილს, 13:00 საათზე, მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გაიმართება გამოჩენილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწის, მასწავლებლის, ექიმის, მწერლის, პუბლიცისტის, დრამატურგის ნარიმან ნარიმანოვის წიგნის პრეზენტაცია. ნარიმან ნარიმანოვის ნამუშევრები პირველად ითარგმნა ქართულად.

მკითხველებისთვის შემოთავაზებულ წიგნში აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე მწერლის სამი ნაწარმოებია თავმოყრილი: პიესები – „უგუნურება“ და „ნადირ შაჰი“, რომანი – „ბაჰადური და სონა“. პიესა „უგუნურება“ მისი პირველი მწერლური ცდაა, რომელიც საქართველოში დაიწერა. 

პიესით „ნადირ შაჰი“  ნარიმანოვმა აზერბაიჯანულ ლიტერატურაში ისტორიული ჟანრის ტრაგედიას დაუდო სათავე – დაიწერა აზერბაიჯანში. ხოლო „ბაჰადური და სონა“ აზერბაიჯანულ მხატვრულ ლიტერატურაში პირველი რომენია.  თარგმანის ავტორი ოქტაი ქაზუმოვია, პროექტის ხელმძღვანელი და წინასიტყვაობის ავტორი კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი აიგიულ ისაევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system