თავში

ოსკარის ცერემონია COVID-19-ის გამო, ევროპაშიც ჩატარდება

ოსკარის ცერემონია COVID-19-ის გამო, ევროპაშიც ჩატარდება
ოსკარის ცერემონია COVID-19-ის გამო, ევროპაშიც ჩატარდება

"ოსკარის" რიგით 93-ე ცერემონია კორონავირუსის გამო, შესაძლოა, დამატებით ევროპულ ადგილებში ჩატარდეს.

ცერემონიის ორგანიზატორების თქმით, ლონდონში და პარიზში დამატებითი ადგილების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბევრმა კანდიდატმა გამოთქვა ეჭვი, რომ ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღის გამო, ნომინანტები ლოს-ანჯელესში გამგზავრებას ვერ შეძლებენ.

ოფიციალური განცხადებით, შეერთებულ შტატებში ჩამოსულმა სტუმრებმა 10-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, რათა  ცერემონიის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ორგანიზატორების თქმით, ჩამოსული სტუმრების იზოლაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თვითონ დაფარავენ.

ცერემონიის პროდიუსერმა, სტივენ სოდერბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზატორები კორონავირუსით ინფიცირების რისკის შემცირებაზე მუშაობენ.

ცნობილია, რომ "ოსკარის" ცერემონია 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system