თავში

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი 2019“ იწყება

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი 2019“ იწყება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი 2019“ იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 

ფესტივალს წელს გახსნის ფრანგული თანამედროვე ცეკვის წარმომადგენელი მაგი მარენი, თავისი საკულტო დადგმით - May B. გარდა ამისა, თბილისს ესტუმრება ცეკვის ამერიკელი ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი, წარმოდგენით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“.

2019 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა „ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების საბჭოსთან თანამშრომლობით შედგა. ფოკუსი ოფიციალურად გაიხსნება 22 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის „სტუმრების ოთახში“ გამართულ კონფერენციაზე. 23 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“; 7 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება როსიო მოლინას წარმოდგენა „დაცემული ანგელოზი“, რომელიც ლორენს ოლივიეს პრიზის ლაურეატია; 16 ნოემბერს ესპანურ ფოკუსს დახურავს ესპანეთის ეროვნული თეატრების Teatro Español და Naves de Matadero სამხატვრო ხელმძღვანელის, ნატალია მენენდესის ლექცია „რა სარგებლობა მოაქვს თეატრს ქალაქისთვის“. ლექციაზე გაზიარებული იქნება ესპანური გამოცდილება თეატრის განვითარებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

ფესტივალზე გაიმართება ცნობილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერა - „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა“, უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირის” მიხედვით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system