თავში

პროექტი "თბილისის ცის ქვეშ“ იწყება

პროექტი "თბილისის ცის ქვეშ“ იწყება

"ვიწყებთ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც გასულ წელს საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

1 და 2 აგვისტოს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილებით 2 კონცერტი მოეწყობა. ასევე, გლდანის განახლებულ პარკში 1 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. მუსიკალური საღამოები შემდეგ კვირას უკვე მზიურში, კიკვიძის პარკსა და წითელ ბაღში გაიმართება.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, კულტურის სფეროების განვითარებისთვის, ბიუჯეტი გაიზრდება.

„თბილისის მერია აქტიურად მუშაობს კულტურის ხელშეწყობაზე. ამ მიმართულებით ბიუჯეტი გავზარდეთ, იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დავეხმაროთ. ჩვენი პროექტების ფარგლებში განხორციელდა ისეთი ფესტივალი, როგორიც არის ფესტივალი „არტ-გენი“, სუხიშვილების ახალი პროექტი „არტეფაქტები“, მუსიკალური პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომელიც წყნეთში, ტყეში მიმდინარეობს. ბიუჯეტი იზრდება კულტურის მიმართულებით, რათა კულტურის სფეროს ყველა მიმართულებას დავეხმაროთ. ვიწყებთ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც გასულ წელს საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ კომუნიკაციას ბარების და ღამის კლუბების მეპატრონეებთან, რათა მათ უსასყიდლოდ დავუთმოთ თავისუფალი მუნიციპალური სივრცეები დროებითი სარგებლობისთვის“,-განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system