თავში

როგორი ფილმები უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ წულუკიანის განმარტება

როგორი ფილმები უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ — წულუკიანის განმარტება
როგორი ფილმები უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ  წულუკიანის განმარტება

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თვლის, რომ სახელმწიფომ ისეთი ფილმები უნდა დააფინანსოს, რომელიც ახალგაზრდა თაობებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს.

"გააჩნია რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, რადგან მე ვარ, არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას.

მაგრამ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ერთი მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს, მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო და ამ ახალგაზრდა თაობებში განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ის აზალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა. ეს მტკივნეული საკითხებია და ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს ჩემი გადმოსახედიდან", — თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system