თავში

თბილისში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმე მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

თბილისში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმე მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
თბილისში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმე მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

18 ოქტომბერს, ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებას ბევრ საინტერესო და უცნობ ისტორიას გააცნობს. 

პირველად ისტორიაში, მუზეუმის ფონდებიდან საექსპოზიციო დარბაზებში გამოტანილ უნიკალურ აფიშებთან, ფოტოებთან თუ ხელნაწერებთან ერთად, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება The Washington Post-ის საკუთრებაში არსებული, 1989-1992 წლებში საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი უნიკალური ფოტო და საარქივო დოკუმენტებიც იხილოს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენის კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელს მიეძღვნა და რომელიც გამსახურდიას პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის ამსახველ მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეთა მასობრივი დარბევის იშვიათი კადრებს აერთიანებს.

გამოფენის გახსნის თარიღად 28 ოქტომბერი საგანგებოდ შეირჩა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system