თავში

თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს, ოდრე აზულეს შეხვდა. 

როგორც report.ge-ს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მწვავე საჭიროებას და ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას მოცემულ ტერიტორიებზე, რაც მიმდინარე წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თბილისში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ხორციელდება. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობას კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით და მათ შორის, პირველ რიგში, აღინიშნა სამინისტროს სსიპ „შემოქმედებით საქართველო“, რომელიც მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტროს ფარგლებში უნდა გახდეს წამყვანი ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system