თავში

თეა წულუკიანმა ფოთის და სენაკის თეატრები მოინახულა

თეა წულუკიანმა ფოთის და სენაკის თეატრები მოინახულა
თეა წულუკიანმა ფოთის და სენაკის თეატრები მოინახულა

თეა წულუკიანი სენაკსადა ფოთში ჩავიდა. ის სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა, ახლადრეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და თეატრის ხელმძღვანელობასა და დასთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა თეატრის მსახიობთა დასს შესთავაზა, რომ თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რათა შემოსავლის მიღება დაიწყოს. მან მხარდაჭერა აღუთქვა თეატრის გახსნის ღონისძიების ორგანიზებასა და სამომავლოდ პრობლემების გადაჭრაში.

2016-2020 წლებში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ფოთში სტუმრობისას მინისტრმა დაათვალიერა ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის შენობა, რომლის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიზეზით წლებია შენობაში წვიმის წყალი ჩადის და თეატრის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ თეატრი ფოთის ფოლკლორის ცენტრის შენობაშია შეხიზნული. თეა წულუკიანმა თეატრის შენობაში საპროექტო კომპანიასა და ფოთის მერთან გამართა შეხვედრა, სადაც შედგა შეთანხმება, რომ ფოთის მერია, რომლის ბალანსზეც არის თეატრის შენობა, ხელს შეუწყობს კომპანიას შენობის რეაბილიტაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system