თავში

ცნობილი ინდოელი მსახიობი გარდაიცვალა

​ცნობილი ინდოელი მსახიობი გარდაიცვალა
ცნობილი ინდოელი მსახიობი გარდაიცვალა

პოპულარული ინდოელი მსახიობი, ბოლივუდის ლეგენდა დილიპ კუმარი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს.

კუმარი მუმბაიში, ჰინდუჯას საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის ქოშინით მოათავსეს.

მსახიობის ოჯახს და მეგობრებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიუსამძიმრა.

”დილიპ კუმარს კინემატოგრაფიულ ლეგენდად დაიმახსოვრებენ. ის დაჯილდოებული იყო შეუდარებელი ნიჭით, რომელიც სხვადასხვა თაობის მსმენელის აღფრთოვანებას იწვევდა. მისი გარდაცვალება ჩვენი კულტურული სამყაროსთვის დანაკარგია. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და უამრავ თაყვანისმცემელს”, - დასძინა პოლიტიკოსმა.

კუმარი კლინიკაში 6 ივნისს შეიყვანეს. ის ჟანგბადის აპარატზე იყო შეერთებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system