თავში

ივნისში საქართველოს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ეწვევა

​ივნისში საქართველოს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ეწვევა
ივნისში საქართველოს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ეწვევა

საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვაგიფ სეიდბეკოვსა და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

კახა სიხარულიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის კულტურული და ისტორიული ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული, რაც უმნიშვნელოვანესია მთლიანად რეგიონისთვის.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც ივნისის თვეში შედგება. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ აღნიშნული ვიზიტი მაღალ დონეზე შედგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system