თავში

ვარძიის კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო გადაეცა

ვარძიის კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო გადაეცა
ვარძიის კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო გადაეცა

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ ევროპა ნოსტრას პრიზი ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა რვა ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. 2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცა 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს.

2021 წლის გამარჯვებულები ონლაინ ღონისძიებაზე ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმან პარცინგერმა დაასახელეს. დაჯილდოების გამარჯვებულები მემკვიდრეობის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიურისა და 30 ქვეყნის ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების ხმების საფუძველზე გამოვლინდნენ.

26 მაისიდან მსოფლიო თანამეგოობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. აღნიშნულ თვეს გამოვლინდებიან ნომინაციების გრან პრის მფლობელებიც, რომლებიც ფულადი პრიზის სახით 10 000 ევროს მიიღებენ“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system