თავში

ვინ გავიდა "ევროვიზიის" ფინალში?

ვინ გავიდა "ევროვიზიის" ფინალში?
ვინ გავიდა ევროვიზიის ფინალში?

"ევროვიზია" 2021-ის პირველი ნახევარფინალი 16 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით როტერდამში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post წერს.

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 20 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი 22 მაისს.

ფინალში მოხვდნენ ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მალტა, ლიტვა, კვიპროსი, შვედეთი და ბელგია.

ევროვიზიის დამფუძნებელი ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ბოლო კონკურსის გამარჯვებული ქვეყანა, ნიდერლანდები ავტომატურად გადადიან ფინალში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის ევროვიზიის კონკურსი გაუქმდა და ის წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 18-22 მაისს იმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system