თავში

"ვულოცავთ საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ასპარეზზე ამ მიღწევას" - ისრაელის საელჩო

"ვულოცავთ საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ასპარეზზე ამ მიღწევას" - ისრაელის საელჩო
ვულოცავთ საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ასპარეზზე ამ მიღწევას - ისრაელის საელჩო

ისრაელის საელჩო ულოცავს გამორჩეულ ქართველ რეჟისორს, ლევან კოღუაშვილს ნიუ-იორკში, ტრიბეკას კინოფესტივალზე მიღწეულ დიდ წარმატებას! - ამის შესახებ საელჩო სოციალურ ქსელში წერს. 

"კოღუაშვილისა და ელჩი გიდორის ბოლო შეხვედრის დროს მათ ისაუბრეს რეჟისორის შთამბეჭდავ კარიერაზე, ასევე სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლისგან მიღებულ პრიზზე, რომელიც მას დაეხმარა აღნიშნული ფილმის დასრულებაში.

ვულოცავთ საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ასპარეზზე ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ ლევანს შემდგომ წარმატებებს მის შემოქმედებით საქმიანობაში", - აღნიშნულია საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) ნიუ-იორკში, Tribeca-ს საერთაშორისი კინოფესტივალზე კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system