თავში

Warner Music-მა დევიდ ბოუის ყველა ალბომი შეიძინა

Warner Music-მა დევიდ ბოუის ყველა ალბომი შეიძინა
Warner Music-მა დევიდ ბოუის ყველა ალბომი შეიძინა

ამერიკულმა კომპანია Warner Music-მა ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის ყველა სტუდიური ალბომის უფლება შეიძინა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Variety იუწყება.

წყაროების თანახმად, გარიგებამ 250 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. 

Warner Chappell Music Publishing-ის საკუთრებაში გადავიდა ბოუის 26 სტუდიურ ალბომში შესული სიმღერები და მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ გამოსული ალბომის, Toy-ის სიმღერები, რომლის პრემიერა 7 იანვარს შედგება. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ალბომის სახელწოდებაა Toy (სათამაშო). ალბომი 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში ჩაიწერა და მომღერლის ნაკლებად ცნობილ, ადრეულ ნამუშევრებს შეიცავს. ალბომის პრეზენტაცია 2001 წელს, სტუდიასთან კონფლიქტის გამო არ შედგა.

გარდა ამისა, გარიგებაში შედის ბოუის ჯგუფის Tin Machine-ის ორი სტუდიური ალბომი, ასევე რამდენიმე სხვა სინგლი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system