თავში

12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე- მსჯავრდებულის ექსტრადირება დასრულებულია

12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე- მსჯავრდებულის ექსტრადირება დასრულებულია
12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე- მსჯავრდებულის ექსტრადირება დასრულებულია

2016 წლის იანვარში გუდაურის სათხილამურო ტრასაზე მომხდარ დანაშაულში მსჯავრდებული პირის საქართველოში ექსტრადიცია დასრულებულია. მსჯავრდებული საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას ციხეში გადაიყვანენ.  ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

"ინფორმაციისთვის, გ.ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ 2016 წლის 10 იანვარს გუდაურის სათხილამურო ტრასაზე 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის (სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი). მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

გ. ლ.-ს მიმართ 2019 წლის 6 მაისიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2020 წლის 18 მარტს ძებნილი გ. ლ. დააკავეს ჩეხეთის რეპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა. 2020 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გ. ლ.-ს ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად დაკმაყოფილდა და 2020 წლის 11 მაისს გ. ლ.-ს შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა.

საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ქართულ მხარეს მიეცა 3-თვიანი ვადა საქართველოს სამართალდამცავების მიერ ძებნილი გ. ლ.-ს საქართველოში ექსტრადიციისათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან ავსტრიის რესპუბლიკაში სატრანზიტო გავლით საქართველოში ექსტრადირებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ.ლ.

2020 წლის 18 ივნისს გ. ლ.-ს ეტაპირება საქართველოში განახორციელეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,"-ნათქვამია ინფორმაციაში. 

12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შესახებ ინფრომაცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამაც გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system