თავში

18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა

18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა
18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გათავისუფლების მიზეზი გამოძიების 9-თვიანი ვადის გასვლა გახდა. პროცესს გორის რაიონულ სასამართლოში კანდელაკი არ დასწრებია. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ის გლდანის ციხიდან გაათავისუფლეს.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ კანდელაკის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულიდან გამომდინარე არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე და იმედი ჰქონდათ აღნიშნული პროცესი პატიმრობის ცხრათვიან ვადაში დასრულდებოდა და სწორედ ამიტომ იყო მათი მოთხოვნა მისი კვლავ პატიმრობაში დარჩენა. 

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ კანდელაკისთვის წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი და ბრალდების მხარეს სწორედ არასწორ კვალიფიკაციას ედავებოდნენ. დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო აღკვეთის ღონისძიების გაუქმება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლო პროცესები უკვე თარაშ კანდელაკის მონაწილეობით გაგრძელდება. დაცვის მხარე აპირებს წარადგინოს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს პირის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალს.

გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი კი დარწმუნებულია, რომ თარაშ კანდელაკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

გასული წლის 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა. 12 სექტემბერს კი დაშავებული თედლიაშვილი თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system