თავში

20 ივნისს აქციაზე დაშავებულები ამ დრომდე დაზარალებულებად არ არიან ცნობილი 

20 ივნისს აქციაზე დაშავებულები ამ დრომდე დაზარალებულებად არ არიან ცნობილი 
20 ივნისს აქციაზე დაშავებულები ამ დრომდე დაზარალებულებად არ არიან ცნობილი 

გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. პროკურორის, ლაშა ცქვიტაიას განცხადებით ამ პირებთან დაკავშირებით გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს, აღნიშნული მოქალაქეებისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და გამომწვევი მიზეზი.

,,მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოითხოვა 20-21 ივნისის აქციის დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობა. აღნიშნული საქმის ფარგლებში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით. მოცემული პირების მიმართ გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს აღნიშნული პირებისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მათი გამომწვევი მიზეზი და შესაბამისი საშუალებები. გამოძიება აქტიურად სწავლობს სპეციალური საშუალებების გამოყენებისა სამართალდამცავთა მხრიდან - ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, ყველა მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის მონაწილე პირების დაზარალებულად ცნობის თაობაზე“, - განაცხადა ლაშა ცქვიტაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system