თავში

5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება
5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27 პირი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების გადაისინჯვასა და მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ბრალდების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარის ნაწილი გირაოს, ნაწილი კიდევ მათ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლეებმა არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიციები.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system