თავში

5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა

5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა
5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა

მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხში 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

როგორც 5 წლის ბავშვის ოჯახის უფლებადამცველმა პროცესის შემდეგ განაცხადა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულოვნის მტკიცებულება დევს, რაც ვერ იქნება გათვალისწინებული.

ბრალდებულის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მისივე თქმით, წარმოდგენილი მოწმეები არასრულწლოვნები იყვნენ, შესაბამისად, სასამართლომ მათი ჩვენებები არ გაიზიარა.

ცნობისთვის, ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო დაახლოებით, ერთი თვის წინ, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულა, რომ სხდომებზე წარდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, ბრალდებულის დანაშაული . შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებდა, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას სწორ შეფასებას მისცემდა და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა. 

აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system