თავში

ადვოკატები, რომლებმაც პორნოგრაფიული შინაარსის კადრების შესახებ განაცხადეს, გამოკითხვაზე იმყოფებიან

ადვოკატები, რომლებმაც პორნოგრაფიული შინაარსის კადრების შესახებ განაცხადეს, გამოკითხვაზე იმყოფებიან
ადვოკატები, რომლებმაც პორნოგრაფიული შინაარსის კადრების შესახებ განაცხადეს, გამოკითხვაზე იმყოფებიან

ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ნივთმტკიცებულებებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ 7 ივლისს მას მტკიცებულების სახით გადაეცა ერთ-ერთი დაკავებულის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მისი თქმით, აღნიშნული კადრები პორნოგრაფიული ხასიათის იყო. 

,,მასალა იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი,"- განაცხადა მამულაშვილმა. 

ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ მას საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შეცდომით გადასცა, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვა, რომ მასალას არ გაასაჯაროებდა. 

ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენას ადასტურებს პროკურატურაც. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის შესწავლა ცალკე წარმოებად გამოიყო.

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system