თავში

ადვოკატი: ამირხანაშვილი ტყუის

ადვოკატი: ამირხანაშვილი ტყუის
ადვოკატი:  ამირხანაშვილი ტყუის

"რამდენად სარწმუნოა ამირხანაშვილის ჩვენება, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად, ამირხანაშვილს აქვს მიდრეკილება, რომ ხშირად ცვალოს ჩვენებები და ეს არაერთხელ გაუკეთებია,"- ამის შესახებ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა განაცხადა.

"თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში, ორი თვის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი? ახლა ის ხსნის ამას იმით, თითქოს აღელვებული იყო, თუმცა, იმ აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში, როგორც თვითონ ამბობს, ამოიცნო ის პირები, რომლებიც იმ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ის ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი საერთოდ და არ არის სანდო ამოცნობის შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ მიზეზს, რომ აღევებული იყო. სინამდვილეში ჩვენი აზრით, ხდება ის, რომ პროკურატურამ გაავრცელა აბსოლუტურად აბსურდული ვერსია და ახლა ისინი თვითონ გახდნენ მძევალი საკუთარი ვერსიის აბსურდულობის და ახლა ცდილობენ მოწმეებს ათქმევინონ ის, რაც სჭირდება ამ ვერსიის გამყარებას და რა თქმა უნდა, ამირხანაშვილის ჩვენება არის არასარწმუნო და ის ტყუის არა პირველად," - აცხადებს ბექა ნემსიწვერაძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system