თავში

ადვოკატი: ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს, არასრულწლოვანი ზ.ხ. იმყოფებოდა თუ არა მანქანაში

ადვოკატი: ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს, არასრულწლოვანი ზ.ხ. იმყოფებოდა თუ არა მანქანაში
ადვოკატი: ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს, არასრულწლოვანი ზ.ხ. იმყოფებოდა თუ არა მანქანაში

"დღეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა, უნდა ამოიცნოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში,"- ამის შესახებ Report.ge-ს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ადვოკატმა განუცხადა.

გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დიდი ხანია უკვე ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა ამოცნობის პროცედურა მხოლოდ დღეს ტარდება, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედება რამდენიმე საათშია ჩანიშნული.

" ჩვენ არასრულწლოვანის დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩავსულიყავით მცხეთაში, რათა მიგვეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. დავთანხმდით, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ჩვენი სურვილით ჩავაბარეთ ექსპერტიზისთვის ყველანაირი საჭირო მასალა. აბსოლუტურად არაფერზე არ გვითქვამს უარი გამოძიებისთვის და მეორე დღეს მივდიოდით, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ საგამოძიებო მოქმედებაში, რასაც ამოცნობა ჰქვია, რომ ამირხანაშვილს ამოეცნო ზ.ხ., თუმცა ჩვენ გასაოცრად ზ.ხ. ჩვენს ჩასვლამდე, დილით ადრე დააკავეს და მას შემდეგ არ ჩატარებულა ეს ამოცნობა,"- განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system