თავში

ადვოკატი: არ არსებობს მტკიცებულება რომ "ტოიოტას" მგზავრებს შემხებლობა ჰქონდათ შაქარაშვილთან

ადვოკატი: არ არსებობს მტკიცებულება რომ "ტოიოტას" მგზავრებს შემხებლობა ჰქონდათ შაქარაშვილთან
ადვოკატი: არ არსებობს მტკიცებულება რომ ტოიოტას მგზავრებს შემხებლობა ჰქონდათ შაქარაშვილთან

"არ არსებობს არცერთი ჩვენება, არცერთი მტკიცებულება, არ არსებობს არცერთი ვიდეოკადრი, არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი საქარაშვილტან შემხებლობა, ფიზიკური სიახლოვე ჰქონდათ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს,"- ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ადვოკატი აცხადებს.

"შესაბამისად ჩვენი მოლოდინი, რომ მათ მიმართ, ასევე დამძიმდება ბრალი განზრახ მკვლელობით, ეს მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა ის გარემოება, რომ რითი მიიღო გიორგი შაქარაშვილმა ის დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნება, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა ვინმეს მიმართ დამძიმდეს ბრალდება,"- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system