თავში

ადვოკატი: არცერთი იცნობდა გარდაცვლილ შაქარაშვილს

ადვოკატი: არცერთი იცნობდა გარდაცვლილ შაქარაშვილს
ადვოკატი:  არცერთი იცნობდა გარდაცვლილ შაქარაშვილს

"ძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა," - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი პირების ადვოკატმა განაცხადა.

მუხრან ღურწკაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ იცნობდნენ არც გარდაცვლილ შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, რომლის დაბადების დღეც იყო.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა საგურამოში წასვლა მეზობლების წამოსაყვანად დააპირეს, თუმცა მისივე ინფორმაციით გზაში მათ დაუკავშირდნენ და უკან მობრუნდენ.

"ძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იქ არ ყოფილან, ერთადერთი ფაქტი ისაა, რომ ნახალოვკაში ამ ბიჭებთან მივიდა მათი უბნელი, რომლესაც დაზიანებები ჰქონდა და ჰკითხეს რაიმე ხომ არ უჭირდა. სად მოუვიდა ჩხუბი მათთვის არ უცნობებია, მოგვიანებით რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ ორი ბიჭია დარჩენილი საგურამოს ტერიტორიაზე, ვერ აგნებენ გზას და მათი წამოყვანაა საჭირო, ჩემები მიდიან ორი ავტომანქანით, გადიან, მანქანები, ერთ – ერთი მათგანი თბილისი გასასვლელთან ასხამს საწვავს, ნატახტარის გადასახვევთან ჩერდებიან, ამ დროს მათ უკავშირდება პირი და ეუბნება რომ წამოსაყვანი პირები უკვე თბილისში იმყოფებიან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ბრუნდებიან თბილისში სახლებში, ფაქტი გაიგეს მეორე დღეს ტელევიზიის მეშვეობით,“- განაცხადა ადვოკატმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system