თავში

ადვოკატი: ბრალდების მხარემ თავადვე გახადა საკუთარი მტკიცებულებები სადავო

ადვოკატი: ბრალდების მხარემ თავადვე გახადა საკუთარი მტკიცებულებები
ადვოკატი: ბრალდების მხარემ თავადვე გახადა საკუთარი მტკიცებულებები სადავო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა Reprot.ge-ს განუცხადა, რადგან ბრალდება დაცვის მხარეს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა, დაცვის მხარემ ბრალდების მტკიცებულებები უდაო გახადა, თუმცა ბრალდების მხარე შეთავაზებას არ დაეთანხმა.

"რადგან ბრალდების მხარე მთელი პროცესის განმავლობაში სპეკულირებდა იმ საკითხით, რომ თითქოს დაცვის მხარეს სურდა პროცესის გაჭიანურება.  დღეს, დაცვის მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უდავო გაგვეხადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რითაც ფაქტობრივად პროცესის მოკლე ვადაში დასრულების შესაძლებლობა ექნებოდა სასამართლოს, გამომდინარე იქედან, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აქ მყოფი ბრალდებულების შემხებლობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარემ თავადვე გახადა საკუთარი მტკიცებულებები სადავო და არ დაეთანხმა დაცვის მხარის შეთავაზებას. 

დღევანდელ სხდომაზე, ექსპერტ-კრიმინალისტი ვახტანგ ტატიშვილი დაიკითხა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ავტობანი, არაგვის ხიდის მიმდებარედ იყო გადაკეტილი და ფაქტობრივად მანქანები არ მოძრაობდა," - განუცხადა Reprot.ge-ს შოთა კახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system