თავში

ადვოკატი: ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ადვოკატი: ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
ადვოკატი: ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თოფაძეების ოჯახის ადვოკატი ადასტურებს.

"ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ მიიღო. ვინაიდან ლევან თოფაძე სცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს. მე დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული. რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში მე როგორც ვიცი ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ დევს ამიტომ უპრიანი იქნება დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი ოჯახს პოზიცია არ აქვს", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system