თავში

ადვოკატი: თამაზ ხომასურიძის დაკავება უსაფუძვლოა

ადვოკატი: თამაზ ხომასურიძის დაკავება უსაფუძვლოა
ადვოკატი: თამაზ ხომასურიძის დაკავება უსაფუძვლოა

თამაზ ხომასურიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა, მურმან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უსაფუძვლოა.

"ამ ეტაპზე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. მეც სოციალური ქსელების საშუალებით გავიგე. რაც შეეხება მუქარის ფაქტს, მე რამდენადაც მომისმენია მისი განცხადებები, ის პირადად არავის დამუქრებია და ზოგადად საუბრობდა იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც მას შეუთვალეს. ამიტომ, მისი დაკავება საფუძვლიანი არ ყოფილა. ვფიქრობ, დაკავება მის იმ აქტიურობას მოჰყვა, რასაც მისი შვილის მიმართ ახორციელებდა," - აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს სახაზინო ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.

თამაზ ხომასურიძე შსს-მ მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენებების ფაქტზე დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system