თავში

ადვოკატი: ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

ადვოკატი: ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ
ადვოკატი: ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

სასამართლო სხდომაზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, ჩვენებას მისცემს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი და ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

დღევანდელ პროცესზე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე სასამართლოში ბრალდებულებს - გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას დაკითხავენ.

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ნ.ც.-ს ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის თქმით, გიგა ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

„ექსპერტთან შემდეგი სახის კითხვები გვექნება, დაადგინა თუ არა ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ზუსტი დრო და ასევე, რამდენად მყარია ის დასკვნა, რომელიც უშუალოდ მათ მიერ იქნა დაწერილი. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე სახის ექსპერტიზაა წარმოდგენილი. ჩვენ აღნიშნულ ექსპერტიზებთან გვექნება კითხვები, თუ რა თანხვედრაა აღნიშნულ საკითხებში და თუ დასკვნებს შორის აცდენაა, რამ გამოიწვია სხვადასხვაობა.

გიგა ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ზოგადად სისხლის სამართლის გარემოებები, მტკიცებულებები და ის, რომ ფიზიკურად ფაქტი არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ჩაიდინა. წარდგენილ ბრალდებას ვერცერთი მოწმე, მათ შორის, ვერც გიგა ტატიაშვილი ვერ დაადასტურებს", - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system