თავში

ადვოკატი: თუ ეს ხალხი ხევში იყო ჩასული, ვინ ეძებდა ამირხანაშვილსა და ახვლედიანს?

ადვოკატი: თუ ეს ხალხი ხევში იყო ჩასული, ვინ ეძებდა ამირხანაშვილსა და ახვლედიანს?
ადვოკატი: თუ ეს ხალხი ხევში იყო ჩასული, ვინ ეძებდა ამირხანაშვილსა და ახვლედიანს?

"თუ ეს მტკიცებულებები 2 კვირის წინ არსებობდა და ბრალდების მხარე ამბობდა, რომ მაშინ არ ჰქონდათ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იმისათვის, რომ ბრალი წარედგინათ ამ ადამიანებისთვის, საინტერესოა რა შეიცვალა დღეს, რომ იგივე მტკიცებულებებით ბრალი წარუდგინეს მათ,"- ამის შესახებ არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს.

დღეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალები უნდა გადასცენ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები დევს საქმეში. 

"საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გაგნიძემ და რევაზიშვილმა გზა გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს. თუ ეს ხალხი ყველა ხევში იყო ჩასული, მაშინ ვინ ეძებდა ამირხანაშვილსა და ახვლედიანს," - აცხადებს ნემსიწვერიძე.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system