თავში

ადვოკატი: თვითმკვლელობის ინსცენირების ვერსიას არ გამოვრიცხავ

ადვოკატი: თვითმკვლელობის ინსცენირების ვერსიას არ გამოვრიცხავ
ადვოკატი: თვითმკვლელობის ინსცენირების ვერსიას არ გამოვრიცხავ

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, უკრაინელი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა თვითმკვლელობის ინსცენირება იყო მოწყობილი, დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს. 

გალინა კარმუშინას აზრით, შესაძლოა თამარს  მანქანაში აღმოჩენილი პრეპარატის ინექცია გაუკეთეს და მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება. მისი თქმით ეს საკმაოდ გავრცელებული პროცესია. 

ამ ვერსიას არ გამორიცხავს მიხეილ რამიშვილიც. Report.ge-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ საქმის მასალების გაცნობა უკვე დაიწყო და გამოძიებისგან ყველა გაჩენილ კითხვაზე პასუხს მოითხოვს. 

"არაფერს გამოვრიცხავ, გუშინ დავიწყე მასალების გაცნობა, ადგილზე ყველაფერი გადაღებულია და ყველაფერს შევისწავლი. არსებობს ვერსიები და ყველა კითხვაზე გამოძიებისგან პასუხს მოვითხოვ," - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system