თავში

ადვოკატის მტკიცებით იარაღზე ბექა კვიციანის დნმ არ აღმოჩნდა

ადვოკატის მტკიცებით იარაღზე ბექა კვიციანის დნმ არ აღმოჩნდა
ადვოკატის მტკიცებით იარაღზე ბექა კვიციანის დნმ არ აღმოჩნდა

საქალაქო სასამართლოში ბექა კვიციანის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება. ადვოკატის თქმით ბექა კვიციანი დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით ექსპერტიზის პასუხების მიხედვით ბექა კვიციანის დნმ -ს კვალი მკვლელობის იარაღზე არ აღმოჩნდა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბექა კვიციანი თავს დამნაშავედ არ ცნობს მისდამი წარდგენილ ბრალდებაში. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, განიხილება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა ნამდვილად ვერ დასტურდება ამ საქმეში და ჩვენ ვაყენებთ წინა სასამართლო სხდომაზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს. ჩატარებულია არა ერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დანიშნულია და მოსულია ექსპერტიზის პასუხები და კონკრეტული ექსპერტიზის საკითხით დასტურდება, რომ ბექა კვიციანს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხელშემხებლობა არ ქონია. მკვლელობის იარაღზე, მასრებზე მისი დნმ არ აღმოჩნდა, ასევე სხვა ექსპერტიზის დასკვნები არის დანიშნული სიგარეტის ნამწვავებთან დაკავშირებით, სადაც ასევე არ აღმოჩნდა მისი დნმ და შესაბამისად დაცვის მხარე თვლის, რომ ამ წარმოდგენილ მტკიცებულებებით ბრალეულობა ვერ დადასტურდება. მანქანის გადაადგილება ვიდეო მასალაში არის და ჩანს მაგრამ ამ მანქანას მართავს თუ არა ბექა კვიციანი ეს არ არის დადასტურებული. მანქანის გადაადგილება ბუნებრივია, რომ არ ნიშნავს მკვლელობას შესაბამისად ეს არ არის ის პირდაპირი უტყუარი ბრალდებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს. ჩვენ გამოვკითხეთ მოწმეები, უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმე არავინ არ იყო ამ საქმეში,"- განაცხადა ბექა კვიციანის ადვოკატმა მუხრან ღურცკაიამ.

პროკურორი კი ბექა კვიციანის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. ბრალდების მხარის ინფორმაციით ბექა კვიციანი აგრესიულია და ის დაკავების იზოლატორში თავს დაესხა სამართალდამცველს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი, თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე აიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system