თავში

ახალ ინფორმაციას ვფლობ და მსურს გამოძიებას მივაწოდო - ბაჩანა ლობჟანიძე

ახალ ინფორმაციას ვფლობ და მსურს გამოძიებას მივაწოდო - ბაჩანა ლობჟანიძე
ახალ ინფორმაციას ვფლობ და მსურს გამოძიებას მივაწოდო - ბაჩანა ლობჟანიძე

ბაჩანა ლობჟანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების საქმეზე ფლობს ახალ ინფორმაციას და სურს ეს ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს.

"მე ადრე, 5 რიცხვში ერთხელ უკვე დავწერე განცხადება და არ დაკმაყოფილდა. გუშინ კიდევ ერთხელ დავწერე. არ მინდოდა დაწერა, უნდა შევსულიყავი პირდაპირ, მაგრამ არ მოხდა ასე, ვისთანაც მინდოდა შეხვედრა, ბატონი მამუკა ჭელიძე არ იყო გუშინ. გუშინ დავწერე განცხადება, მივმართე და დღეს მოვედი, რომ ვნახო რა ხდება,"- განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system