თავში

ახალი ჩვენება საქმეში - სამ პირს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს

ახალი ჩვენება საქმეში - სამ პირს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს
ახალი ჩვენება საქმეში - სამ პირს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირთან, სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და ასევე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება ვრცელდება, სადაც ის თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

,,მე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვადასტურებ, რომ საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია. ვინაიდან ჩემთვის უცნობია ვინ მომაყენა სხეულის დაზიანება.

შესაბამისად, მე ვახტან ჩიქოვანი ვარ თანახმა ბრალდებულებს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგეშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით," - წერს ვახტანგ ჩიქოვანი.

წყარო: რუსთავი 2

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system