თავში

აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18:00 საათზე გამოაცხადებს

აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18:00 საათზე გამოაცხადებს
აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18:00 საათზე გამოაცხადებს

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18:00 საათზე გამოაცხადებს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მეორე დღეა მსჯელობს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ირაკლი ნადირაძის, გიგა მაქარაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმეებს განიხილავს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული ხულიგნობის და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეებზეც. საპროტესტო აქციის დაშლისას სულ 37 პირია დაკავებული.

დაკავებულების სასამართლო გუშინ დაიწყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი გვიან ღამემდე გაგრძელდა. საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 6 პირი დროებით გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system