თავში

აკუსტიკური იარაღის, "სტარტოვკის" გამოყენება აიკრძალა

აკუსტიკური იარაღის, "სტარტოვკის" გამოყენება აიკრძალა
აკუსტიკური იარაღის, სტარტოვკის გამოყენება აიკრძალა

აკუსტიკური იარაღის, ე.წ. სტარტოვკის გამოყენება რეგულირებული გახდა. მის არასანქცირებულ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პირს შესაძლოა სანქცია დაეკისროს. საქართველოს პარლამენტმა "იარაღის შესაებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა. 

თუკი ამ დრომდე განსაზღვრული არ იყო აკუსტიკური იარაღის, ე.წ. სტარტოვკის ცნება, ახლა მისი გამოყენება კანონით აკრძალულ ქმედებებში შევიდა. იკრძალება აკუსტიკური იარაღის გადატანაც. 

"ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კრიმინალურ წრეებში უფრო და უფრო პოპულარული გახდა აკუსტიკური იარაღის გამოყენება სხვადასხვა მიზნით, მისი დაბალი ფასის, იოლი ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო. აღნიშნულს ადასტურებს 112-ში შესული არაერთი შეტყობინება, კერძოდ: 2019 წლის განმავლობაში მსგავსი იარაღიდან გასროლის შესახებ 360 შეტყობინება განხორციელდა, 2020 წელს – 500 შეტყობინება, 2021 წლის განმავლობაში უკვე – 150-ზე მეტი შეტყობინება", - ნათქვამია სამართლებრივ აქტში. 

ცვლილებების თანახმად, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, დამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, განმეორებით კანონდარღვევის შემთხვევაში კი 1 000 ლარის ოდენობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system