თავში

ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს

ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს
ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს

პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა.

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ კომისიის წევრები, მოინახულებენ მესამე პრეზიდენტს, გაეცნობიან სამედიცინო დოკუმენტაციას და ციხის საავადმყოფოში არსებულ პირობებს, რის შემდეგაც კონსილიუმის წევრები საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებენ;

ჯერჯერობით უცნობია როდის შევა მარიამ ჯიშკარიანი გლდანის დაწესებულებაში და "ემპათიას" ხელმძღვანელი ახლა პენიტენციური სამსახურისგან დროის დაზუსტებას ელოდება. 

"დღეს მივიღეთ პენიტენციურისგან წერილი, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე ცენტრი ემპათიას ექსპერტები იქნებიან შეშვებული. თარიღი მითითებული არ არის და შესაბამისად, შევთანხმდებით ექსპერტებთან, როდის განხორციელდება ეს შეხვედრა"- ამბობს ჯიშკარიანი. 

ცენტრმა "ემპათიამ" ალტერნატიული კომისია 2 კვირის წინ შექმნა და ექსპრეზიდენტის მონახულებას ამ დრომდე ელოდებოდა. 

"ეს გაჭიანურება არ იყო კანონიერი. ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადვოკატებს უკვე დიდი ხანია არ მიეწოდება. ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ ის სამედიცინო დოკუმენტაცია, 3 ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, რაც საჭიროა სამედიცინო შემოწმებისა და შეფასებისთვის" - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system