თავში

ალტერნატიული კომისია დასკვნას აქვეყნებს

ალტერნატიული კომისია დასკვნას აქვეყნებს
ალტერნატიული კომისია დასკვნას აქვეყნებს

ალტერნატიული კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა ცენტრ ემპათიასთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პენიტენციური სისტემის მხრიდან წამების ფაქტზე განხორციელებულ ექსპერტიზაზე მუშაობა დაასრულა და დაასკვნა, რომ ექსპრეზიდენტი დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ წამებას.

დასკვნაზე კომისიაში შემავალი 7 ექიმი მუშაობდა. დასკვნა დღესვე გადაიგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

"აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით. ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსივობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება, და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება" - ნათქვამია დასკვნაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system