თავში

ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მზა პასუხები - გვარამია

ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მზა პასუხები - გვარამია
ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მზა პასუხები - გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი იწყება.

ადგილზე მივიდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ნიკა გვარამია, რომელმაც თქვა, რომ ექსპრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალი სამსარცხვინოა. 

"ქართულ ოცნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც, ამიტომ მირჩევნია პირადად მე, სააკაშვილმა ისაუბროს ამ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე, მიმართოს საზოგადოებას. 

ამ საქმეში არავითარი შეკითხვები არ არის. არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები, პროკურატურას ვგულისხმობ ცხადია" - ამბობს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.იხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system