თავში

ამბროლაურში მომხდარ განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინეს

ამბროლაურში მომხდარ განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინეს
ამბროლაურში მომხდარ განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system