თავში

არასამთავრობო ორგანიზაცია თსუ-ს უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია თსუ-ს უჩივის
არასამთავრობო ორგანიზაცია თსუ-ს უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ორგანიზაციის იურისტები ერთ-ერთი ლექტორის  ინტერესებს დაიცავენ. 

„უფლებები საქართველო“ სასამართლოში თსუ-ს იმ ლექტორების ინტერესებს დაიცავს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის გამო, უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის უფლებას არ აძლევენ.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ თსუ-ს მხრიდან მოხდა ლექტორების მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი.

თსუ-ს წინააღმდეგ მომზადებული სარჩელები გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციით, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველმა დაადგინა თსუ-ს მხრიდან განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system