თავში

არასრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
არასრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისა და მეუღლეზე განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა 2019 წლის დეკემბერში ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე, აღნიშნულ ინციდენტს კი, მისი მეორე არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა. ინციდენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, დამნაშავე პირი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს. 

გორის სასამართლომ მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვან შვილზე განხორციელებულ ძალადობასა და მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებული ბ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის დეკემბერში, ქ. გორში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ. - მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა.

ასევე, 2020 წლის 13 იანვარს, ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ.ბ. - ს.

სამართალდამცველებმა ბ.ბ. 2020 წლის 14 იანვარს, ქალაქ გორში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბ.ბ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system