თავში

არასრულწლოვანის მამა შაქარაშვილის საქმის პროცესიდან გამოაძევეს

არასრულწლოვანის მამა შაქარაშვილის საქმის პროცესიდან გამოაძევეს
არასრულწლოვანის მამა შაქარაშვილის საქმის პროცესიდან გამოაძევეს

"მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს, ადვოკატს კი არ უსმენს," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამამ, განაცხადა.

თამაზ ხომასურიძის თქმით, ის სასამართლო სხდომიდან იმის გამო გამოაძევეს, რომ მოსამართლეს შენიშვნა მისცა.

"როცა საუბრობს ადვოკატი, არ უსმენს, facebook-შია შესული, ემესიჯება ვიღაცეებს. ვეღარ მოვითმინე, მივეცი შენიშვნა მოსამართლეს, ქალბატონო ზრდილობის გამო მოუსმინე ადვოკატსმეთქი და გამომაძევეს დარბაზიდან," - განაცხადა ხომასურიძემ.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system